უკრაინული მედია - საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქში განგაში ოთხჯერ გამოცხადდა და თითქმის 4 საათს გაგრძელდა.

„როგორც ხედავთ, ამ ომში რუსი აგრესორებისთვის კიევი ყოველთვის პრიორიტეტული სამიზნე იყო და იქნება“, - წერს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია „ტელეგრამის“ არხზე.

მიმდინარე კვირაში ეს რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მეოთხე თავდასხმა იყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!