ნიკა ობოლაძე - ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ასე იქნება 26 ოქტომბერს

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ასე იქნება 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ბევრ სხვა ადამიანს ელოდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაზე უფრო მეტს, ყველაზე უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას დაიმსახურებს, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამოვიწვიოთ დიდი ცვლილება 26 ოქტომბერს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ბევრს სხვა ადამიანს, ისევე როგორც მიგვიღია გუშინ, ისევე როგორც მივიღეთ დღეს, მივიღებთ ხვალ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ გავიდეთ პირველ ადგილზე, გავაკეთოთ ყველაზე უფრო მეტი ოპოზიციიდან, იმისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს აუცილებლად ესე იქნება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება