მაია ბითაძე ოპოზიციას - არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს „მეათასეჯერ“ - იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს“ სამშობლო ალანძღვინეთ

ჩვენი, „ქართული ოცნების“ შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე "მთის ამბების" რედაქტორის გელა მთივლიშვილის ძველ და ახალ განცხადებებს, სადაც წარსულში ის ამბობს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ საჭიროება არ არსებობს, ახლა კი აღნიშნავს, რომ არ ასაჯაროებს შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, რადგან იმ პირობით სწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

ბითაძის თქმით, არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს „მეათასეჯერ“ და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს სამარცხვინო მედია არქივი.

„არჩევნებს იცით რატომ წააგებთ? - იმიტომ რომ სიცრუე, სიყალბე, ადამიანის ბულინგი და სტიგმატიზაცია თქვენი ცხოვრების წესია. მათ შორის, ერთმანეთის ლანძღვას და ბულინგს არ ერიდებით. ჩვენი, ქართული ოცნების, შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს“ სამშობლო ალანძღვინეთ.

არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს „მეათასეჯერ“ და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს ასეთი სამარცხვინო მედია არქივი", - წერს მაია ბითაძე, რომლის მოსაზრებასაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს