კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ

კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ.

სოფელ ბაკურციხესთან ასამდე ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ.

აქციაზე ძირითადად იმყოფებიან სოფელ საბათლო-ფიროსმანის და სამთაწყაროს მოსახლეობა, სადაც ყურძნის პირველი მოსავალი იკრიფება.

მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალი ფასს უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

ფერმერები ითხოვენ ადგილზე ჩამოვიდეს პასუხისმგებელი პირი, ვისაც ფასის ზრდაზე და არსებულ ვითარებაზე დაელაპარაკებიან.

„შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სასაცილო ფასია, რასაც კილოგრამში გვიხდიან. რა ხარჯებსაც გავცემთ მოსავლის მოსაყვანად, იმასაც ვერ ანაზღაურებს ეს ფასი. ბანკის ვალები გვაქვს, ძირითადად, ამ საქმიანობით ვარჩენთ ოჯახებს. დღეს ვმართავთ მშვიდობიან აქციას და ვითხოვთ ადგილზე ჩამოვიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც პასუხს გაგვცემს, ვისაც დაველაპარაკებით”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციაა მობილიზებული.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ