სილქნეტი - 2024 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“  ბენეფიციართა გადაუდებელ საჭიროებებზე მილიონ ლარზე მეტს გასცემს

2024 წელი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ გამორჩეულია. იზრდება დონაციები და ფონდს უერთდებიან ახალი შემომწირველები. მიმდინარე წელს დონორთა ჩარიცხვებმა 289 000 ლარი შეადგინა. ამავე დროს, კომპანია სილქნეტმა ყოველწლიურად განსაზღვრულ 300 000 ლარის შემოწირულებას, დამატებით 481 000 ლარი შემატა, რაც უპრეცედენტოა ფონდის არსებობის მანძილზე.

იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ფონდი 46 დაჭრილ სამხედროს და ვეტერანს დაუდგა მხარში. ფონდიდან, დახმარებების სახით, 578 000 ლარია გაცემული. ეს თანხა თითქმის მთლიანად გადაუდებელ ოპერაციებსა და სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთის კლინიკებში ჩატარდა. აღსანიშნია, რომ ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსება მილიონ ლარამდე შეადგენს, რომლითაც ურთულესი რეპროტეზირება და მისი თანმდევი სარეაბილიტაციო კურსი ანაზღაურდა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, ჩატარდა სასწრაფო ოპერაციები გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში.

გარდა სამედიცინო მომსახურებისა, ფონდი გამოყოფს თანხებს დაჭრილთა მეუღლეებისა და არასრუწლოვანი შვილების სამედიცინო სერვისებზე, სასწავლო პროგრამების დაფინანსებაზე და ბენეფიციართა სხვა საჭიროებებისთვის. წლის ბოლომდე ფონდი ჯამში 1 070 000 ლარის დახმარების გაწევას გეგმავს და აგრძელებს თანადაფინანსებას თავდაცვის სამინსტროსთან ერთად.

ფონდის შემომწირველები 2024 წელს:

სილქნეტი - 781 000 ლარი

დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი - 50 000 ლარი

ფუდმარტი, არჩილ გეგენავა - 50 000 ლარი

ლევან ჭიორელი-ლევან კაჭარავა - 50 000 ლარი

გიორგი მირიანაშვილი - 40 000 ლარი

დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25 560 ლარი

არქი პრომოუშენი - 20 000 ლარი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - 20 000 ლარი

ბაჩო ჩინჩალაძე - 10 000 ლარი

ზურაბ შურღაია - 5 000 ლარი

იუჯითი - 5 000 ლარი

დიო - 3 000 ლარი

ელენე მაჭავარიანი - 2 000 ლარი

თეოდორე ჩარლზ ჯონასი - 2 000 ლარი

აუქციონიდან შემოსული თანხა - 1 600 ლარი

ნინო ზამბახიძე - 1 000 ლარი

ეკა ბოკუჩავა - 1 000 ლარი

ნიკოლოზ შურღაია - 1000 ლარი

სხვა კერძო შემომწირველები - 2 304 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის ბენეფიციარები არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ფონდი ეხმარება ასევე სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეებსა და არასრუწლოვან შვილებს. ფონდში შემოსული შემოწირულობით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობაში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია ნებისმიერი თანხით. შემოწირულების განხორციელება შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე . აქტიურია ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერი ყველა მობილური ქსელის აბონენტისთვის - 0 901 777 771. შემოსული თანხა სრულად ხმარდება ბენეფიციართა საჭიროებებს.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო