აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა და ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია 29 აგვისტოს, დასავლეთ ერაყში ჩაატარეს.

„ოპერაციის სამიზნეებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები წარმოადგენდნენ და მის მიზანს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის, აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელების უნარის შესუსტება წარმოადგენდა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ამერიკული მედიის ცნობით, დასავლეთ ერაყში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შვიდი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს