უკრაინის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს

აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ისაუბრა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე უკრაინის მიერ შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნაზე.

„ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დაცვისთვის რუსული ტერორისგან, რომლებსაც რუსების ახორციელებენ, ამიტომ იმედი მაქვს რომ მოგვისმინეს”, - განაცხადა უმეროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს სამიზნეების სია გადაეცა, რომელთა დაბომბვაც კიევს ATACMS რაკეტებით სურს.

„ვაჩვენებთ, რომ აეროდრომები, რომლებსაც ისინი [რუსები] ჩვენს ქალაქებზე დარტყმებისთვის იყენებენ, სიღრმისეული დარტყმების სიშორის ფარგლებში მდებარეობს…

ისინი [რუსები] ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. ამიტომ გვსურს მათი შეკავება, გვსურს მათი შეჩერება, არ გვინდა მათ ავიაციას ჩვენს საზღვრებთან მოახლოების საშუალება მივცეთ, რათა ჩვენი ქალაქები ბომბონ”, - განაცხადა უმეროვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება