მამუკა მდინარაძე - საქართველოში დღეს აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს - „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვს და ქვეყნის გარედან მაშველი რგოლის გადმოგდების იმედად არის დარჩენილი, თუმცა, ნებისმიერი ასეთი ქმედება მათი აგენტობის კიდევ ერთი მტკიცებულება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა იქნება“.

„თავის მხრივ, ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედად არის დარჩენილი, ვინ რა მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი მოქმედება, ეს იქნება ერთი მხრივ, მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მტკიცებულება დამატებითი, მეორე მხრივ კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას, ჩვენ, გურულები, ქართველები არ გავატარებთ - ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მთავარი ღირებულებაა დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება