ირაკლი კობახიძე - ოთხი ოპოზიციური ფანჩატურია და ოთხივე ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაშია - ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო და მე-9 არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს, ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ

ოთხი ოპოზიციური ფანჩატურია და ოთხივე ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაშია - ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მე-9 არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს, ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, რატომ აპირებს ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ახლა და რატომ არ გააკეთა ეს მმართველობის 12 წლის განმავლობაში.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამის რესურსი სწორედ ახლა აქვს.

„რატომ 12 წლის შემდეგ - სწორედ ახლა გვაქვს ამის რესურსი, რისი რესურსიც არ გვქონდა 12 წლის განმავლობაში, ვერავინ ვეღარ დაიცავს „ნაცმოძრაობას“, ვერანაირი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას“ იმ განაჩენისგან, რომელი უნდა დადგეს. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ჩაკეტილ წრეზე. არ შეიძლება ჩვენ მუდმივად გვქონდეს მუქარები, რევოლუციასთან, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიაც მათი საქმიანობის შედეგია. არ შეიძლება. ეს ქვეყნისთვის საფრთხეა და ეს საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაიჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ საკუთარი გუნდის იმ წევრებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იკავებდნენ თანამდებობებს, მათ შორის, გივი მიქანაძეს, კობახიძე აცხადებს, რომ „რეჟიმია გასასამართლებელი“.

გივი მიქანაძე 2007 წლამდე იკავებდა კონკრეტულ თანამდებობებს. არაფერს „აპრავებდა“, ეს არის ტყუილი. რაც შეეხება რეჟიმს - რეჟიმი არის გასასამართლებელი. რეჟიმი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტი პარტიები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. დედა პარტია - „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ იმ დანაშაულისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს 2004-2012 წლებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება