ანა ნაცვლიშვილი - კანონის არშეჩერება იწვევს გამოუსწორებელ ზიანს ევროპული ინტეგრაციისთვის და აღმართულია როგორც რუსული კედელი და კეტავს საქართველოს ევროპის გზას - ეს ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლოს წინაშე

კანონის არშეჩერება იწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და „რუსული კანონი“ აღმართულია საქართველოს წინაშე როგორც რუსული კედელი და კეტავს საქართველოს ევროპის გზას - ეს ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლოს წინაშე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საწინააღმდეგო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოპასუხე მხარემ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა.

„კანონის არშეჩერება იწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და ეს „რუსული კანონი“ დღეს აღმართულია საქართველოს წინაშე როგორც რუსული კედელი და კეტავს საქართველოს ევროპის გზას. ეს ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლოს წინაშე მათ შორის ბოლო საათების განმავლობაში უმაღლესი წარმომადგენლის, ბატონი ბორელის განცხადებით, რომ საქართველო ევროკავშირის მიმართულებით კი არ მიდის, არამედ შორდება ევროკავშირს. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის გაცხადებული ინტერესი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს, რაც „რუსული კანონის“ გამოა შეჩერებული. მეორე მხარეს რა დგას - ისინი ვერ საუბრობენ. აქ დგას ვიწროპარტიული, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესს ემიჯნება იმიტომ, რომ შეასრულოს რუსეთის დაკვეთა და გაჩერებული ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს