ანა წითლიძე - საარჩევნო ველი ზუგდიდში, ზოგადად, სამეგრელოში არის ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს: ის ადამიანებიც კი, რომლებიც აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას", არიან რადიკალურად შეცვლილები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, საარჩევნო ველი ზუგდიდში მკვეთრად, „ქართული ოცნებისთვის" არახელსაყრელადაა შეცვლილი.

როგორც ანა წითლიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში კოალიცია „ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გახსნის დროს აღნიშნა, კოალიციას ძალიან ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია ექნება.

„ძალიან დიდი მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ბრძოლისთვის, მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით უნდა შევიდეს ბრძოლაში, უნდა იყოთ ჩვენი სოფლის, ჩვენი უბნის წარმომადგენლები. სწორედ თქვენს მტკიცედ დგომაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ დავიცავთ ჩვენ ჩვენს ხმებს. მე აქ ვხედავ უამრავ ისეთ ადამიანს, რომელსაც არაერთი ომი აქვს გადატანილი არჩევნების დღეს, ხმების დაცვის დროს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!

ჩვენ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია გვექნება. ორი თვეა მე ზუგდიდში ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო ველი ზუგდიდში და ზოგადად, სამეგრელოში არის ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს: ის ადამიანებიც კი, რომლებიც აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას", რადიკალურად შეცვლილები არიან. აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული არიან კოალიციაში და მათთან ერთად, ერთიანობით ჩვენ გავიმარჯვებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება