დავით კირთაძე - ცესკო განაგრძობს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის მავნე პრაქტიკას

ცესკო განაგრძობს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის მავნე პრაქტიკას - გუშინ სხდომაზე აირჩიეს მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებად დასაქმებული პირები და ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების ნათესავები - მოვუწოდებთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აკონტროლონ პროცესი, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირთაძის თქმით, ცესკოს წევრები საოლქო კომისიებში პარტიული ნიშნით დაინიშნნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო ნეიტრალურობა და ობიექტურობა, გუშინ ცესკომ სხდომაზე აირჩია მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებად დასაქმებული პირები და ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების ნათესავები. წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასე არჩეული კომისიის წევრები უბნებზე არსებულ დარღვევებზე არასდროს რეაგირებდნენ და იღებდნენ მმართველი პარტიისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროა, რომ ცესკოს დღევანდელი შემადგენლობა, ასეთი არჩევებით, ნამდვილად არ უწყობს ხელს სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარებას. ასევე, დღეს საოლქო კომისიის წევრები იწყებენ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის კონკურსს. არ გვაქვს იმედი, რომ ასე არჩეული და დანიშნული, ე.წ. ნეიტრალური საოლქო კომისიის წევრები შეძლებენ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ მოვუწოდებთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყველა ჩართულ მხარეს, რათა აკონტროლონ პროცესი და ცესკოს არ მისცენ მანიპულაციის საშუალება", - განაცხადა დავით კირთაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა