გიორგი ვაშაძე - ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება, „რადგან მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების სასარგებლოდ დეზინფორმაციული მანქანები მუშაობას, რომელიც მათ „ვერ უშველით“.

„ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, მათი რეიტინგი დაახლოებით 20%-ია. რა თქმა უნდა, დიდი დეზინფორმაციული მანქანები მოქმედებს იმისთვის, რომ მათ როგორმე მიეხმაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ უშველით. საქართველოში ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც გვინდა კეთილდღეობა ევროკავშირში და უარს ვამბობთ იზოლაციის, მონობის გზაზე, რომელსაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ირჩევს. ამიტომ ჩვენ წინ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ და კეთილდღეობისკენ უნდა წავიდეთ. ამ დეზინფორმაციულ დიდ, მასშტაბურ მანქანას სიმართლე და სიკეთე უნდა დავუპირისპიროთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს