სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

„სამართალს ვერ მივაღწიეთ, ვერც კომპანიასთან და ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანი პირს იკერავს, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს.

მილიარდობით მადანი ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან გააქვთ. ჩვენი სახლი სადაც არის, იქ, თვითონ კომპანიამ ვახტები დახურა. იმიტომ გაიყვანა, რომ იქ მუშის შესვლა უკვე აკრძალული იყო და არ შეიძლებოდა. იქ ჩვენი სახლებია და იქ ვცხოვრობთ. რაიმე რომ მოხდეს და ვინმე დაიღუპოს, ვინმე პასუხისმგებელი არის?“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, თუ გამოხმაურება კომპანიის მხრიდან არ იქნება და სახელმწიფო მათ პრობლემებში არ ჩაერევა, ქალებიც შიმშილობას დაიწყებენ.

„კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. ყველა ინსტანციას მივმართეთ, თუ სადმე ხელი მიგვიწვდებოდა, მაგრამ ჩვენი პრობლემა არავის აწუხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ შიმშილობის უკიდურეს ზომას. არავის ეგონოს, რომ რომელიმე ამას დათმობს, უკვე განწირულები ვართ და სიკვდილზე ხელი გვაქვს მოწერილი“, - აღნიშნა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 173-ე დღეა ითხოვენ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო