ლევან ბეჟაშვილი - ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია, მაგრამ ამ არჩევნების ბედს ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, არჩევნების ბედს ხალხი გადაწყვეტს

ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია, მაგრამ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი არის შიშზე დაფუძნებული, იმიტომ რომ იციან, არჩევნებს წააგებენ და 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ე.წ. დამოუკიდებელი წევრების მიღებას, მაშინ როცა ეს პირები არიან საჯარო მოხელეები და ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას გაატარებენ კომისიაში. მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი. "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი არის შიშზე დაფუძნებული ნაბიჯი, იმიტომ რომ იციან, არჩევნებს აგებენ და 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ფაქტია, ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს, ამიტომ ერთიანობით, ერთობით, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და საქართველოს მოვუპოვოთ ევროპული მომავალი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება