ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე - ამ ტერორის შესაჩერებლად საჭიროა საკმარისი გამბედაობა მსოფლიო ლიდერებისგან - მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა უკრაინის დასახმარებლად.

„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა ჩაერთოს. ეს მოითხოვს არა ექსტრაორდინალურ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან - გამბედაობას, რომ უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ხარკოვზე 10-მდე დარტყმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა