ჯოზეფ ბორელი - შეძრწუნებული ვარ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით - საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად

შეძრწუნებული ვარ „ჰამასის” ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს ახალგაზრდა უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს