პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ სენაკის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ სენაკის ოფისი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ნიკა მელიამ ოფისის გახსნისას აღნიშნა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის ათიათასობით მოქალაქის იმედი.

მისივე თქმით, პოლიტიკური კორუფცია დასამარცხებელია, რომელმაც პოლიტიკური სპექტრი გახრწნა.

„დღეს, ჩვენ სენაკში საარჩევნო შტაბს ვხსნით. მთელ სამეგრელოში ყველა ქალაქში გვაქვს შტაბი. გადამწყვეტი არჩევნების წინ ამომრჩევლების მაქსიმალური მობილობა უნდა მოხდეს. საქართველო სწორ არჩევანს იმსახურებს, უკეთეს მომავალს და ქვეყნის ბედი მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ. ცვლილებებს სჭირდება რწმენა, მოქალაქეებმა უნდა დაიჯერონ, რომ ისინი ამ ქვეყნის პატრონები არიან. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენი შტაბების გახსნაც ემსახურება.

27 ოქტომბერს, ყველამ დაიჯეროს, რომ მთავარი ღერძი არის საქართველოს მოქალაქე და არა ერთი მუჭა „კლანი“, რომელიც ქვეყანას დაეპატრონა. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, რადგან ეს შემდგარი ფაქტია.

ბრძოლა არის ბოლომდე მისაყვანი. საარჩევნო ნომერი - „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის ათიათასობით მოქალაქის იმედი, ამ იმედს უნდა რეალიზება, მაღალი გამბედაობა, კომპეტენცია, მონდომება, და ბრძოლის უნარიანობის ხარისხის გაზრდა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

პოლიტიკური კორუფცია არის დასამარცხებელი, რომელმაც პოლიტიკური სპექტრი გახრწნა. ამას „ქართული ოცნების“ გარდა სხვებმაც სცადეს ფეხის აყოლა. ჩვენ ხელისუფლების ჩანაცვლება არ გვინდა, ჩვენ გვინდა ცვლილება”,- განაცხადა მელიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს