პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიით საქართველო მსოფლიოში მეორეა

საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს.

სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარალიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი მილიონი ლარია.

სტატიის თანახმად, მესამე ადგილზე საპრიზო თანხის მოცულობით არის ისრაელი - 273 000 აშშ დოლარით, ხოლო მომდევნო ადგილებს ინაწილებენ მალაიზია და ჰონგკონგი შესაბამისად 230 000 და 192 000 აშშ დოლარით.

პარიზი პარალიმპიურ თამაშებს 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მასპინძლობს. პარაოლიმპიადაზე 14 ქართველი სპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება