რუსებმა სუმის ოლქში ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ბავშვთა სახლს დაარტყეს, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა.

ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ გამომძიებლები აღრიცხავენ ზარალს და აგროვებენ მტკიცებულებებს აგრესორი სახელმწიფოს არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ.

„აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით : „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“, - აცხადებენ სუმის ოლქის პოლიციაში.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრსა და ბავშვთა სახლზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს