ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს - „ჰამასის“ ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი დანაშაულებისთვის

აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ტელეფონით ისაუბრეს.

პენტაგონის ინფორმაციით, გალანტმა და ოსტინმა ისაუბრეს „ჰამასის“ მიერ მოკლულ ექვს მძევალზე, რომლის ცხედრებიც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში, ერთ-ერთ გვირაბში შაბათს საღამოს აღმოაჩინეს და რომელთა შორის ამერიკის 23 წლის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინიც იყო.

„ოსტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა ყველა მოკლული მძევლის ოჯახს და აღშფოთება გამოხატა „ჰამასის“ მიერ მათი სასტიკი, უკანონო და ამორალური სიკვდილით დასჯის გამო“, - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინმა განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი დანაშაულებისთვის.

„მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებზე. მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა გალანტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ორმხრივი ვალდებულება, სწრაფად მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება