ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო - ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს

„ქართულ ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„ქართულ ოცნებას" არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების არანაირი ინტერესი არ ჰქონია, რაზეც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პასუხი გასცა.

"ქართული ოცნება" ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ცხადია, ეკლესიამ გასცა პასუხი მათ ვითომდა ინიციატივას, იმიტომ რომ ცხადია, "ქართულ ოცნებას" აქ არანაირი ინტერესი არ ჰქონია არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების, ჰქონდა საარჩევნო მიზნები და მასზე მიიღო ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. შესაბამისად, ეს ხრიკი მათ ჩაუვარდათ," - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვადების დასრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"ახლა "ქართული ოცნება" დაიწყებს რეპრესიულ მეთოდებს არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეძლებენ დაიმორჩილონ, დაიქვემდებარონ დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს