იან კელი - დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი - სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში!

დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა.

ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებამ გამოიწვია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება შეუწყვიტა.

„თითქოს ვგრძნობ, რომ სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხდება ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად დამაბნეველია. დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო უცხოური აგენტების შესახებ კანონი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიხილავდი მომენტს, როდესაც საქართველოს მთავრობას ყველა პირდაპირ დახმარებას შევუწყვეტდით, მაგრამ სწორედ აქ ვართ - ჩვენ შევუწყვიტეთ საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება, გავაუქმეთ „ღირსეული პარტნიორის“ პროგრამა“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

ამასთან, იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება