ოლაფ შოლცის განცხადებით, თიურინგიაში არჩევნების შედეგები, რომელშიც ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს, „მწარე და შემაშფოთებელია“

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გამორიცხონ მემარჯვენე ექსტრემისტები, მას შემდეგ რაც გერმანიის თიურინგიის მხარეში ჩატარებული კენჭისყრის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 32.8%-ით ლიდერობს, საქსონიაში კი პარტია, ხმების 30.6%-ით, მეორე ადგილს იკავებს.

შოლცმა კენჭისყრის შედეგებს მწარე და შემაშფოთებელი უწოდა.

„ჩვენი ქვეყანა ამას ვერ და არც უნდა შეეგუოს. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ზიანს აყენებს გერმანიას. ის ასუსტებს ეკონომიკას, ყოფს საზოგადოებას და ანგრევს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ყველაზე საშინელი პროგნოზები, რომ მისი მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატები“, შესაძლოა, პირველად დარჩენილიყვნენ ადგილობრივი პარლამენტს მიღმა, არ განხორციელდა.

შოლცისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგებს მიესალმება პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალისა ვაიდელი.

„ეს ჩვენთვის ისტორიული წარმატებაა. ჩვენ პირველად გავხდით ყველაზე ძლიერი ძალა მხარის არჩევნებში“, - აღნიშნა ალისა ვაიდელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება