„სემეკში“ ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სემეკი“ ავრცლებს.

მათი ცნობით, „სემეკისა“ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, ენერგეტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

„სემეკისა“ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა მათიას კნაუფმა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ ისაუბრა და ენერგეტიკული სექტორის პრეცედენტული მაგალითები მიმოიხილა. გარდა ამისა, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკული გაერთიანებების (კოოპერატივები) გამოცდილების შესახებ მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.

„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, ენერგეტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ მიზნით, პერმანენტულად მიმდინარეობს კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც ხელს რიგ საკითხებზე მხარეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო