წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერიას გრანტი „რუსული კანონის“ მიღების გამო გაუუქმდა, ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ

ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას - წალენჯიხის მერიას გრანტი “რუსული კანონის” მიღების გამო გაუუქმდა, ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წალენჯიხაში, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა შეჩერებულ პროექტებსა და საგრანტო დახმარებებზე უწევს საუბარი.

მისივე თქმით, ტურიზმის მიმართულება წალენჯიხაში, ფაქტობრივად, გაუქმებულია.

ხარჩილავას თქმით, მერიამ მიიღო წერილი, სადაც საუბარია გრანტის გაუქმების შესახებ.

“მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის, ჩვენ ძალიან ვაფასებთ წალენჯიხის მერიის ძალისხმევას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროექტების შედეგები გახდება უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი, აუცილებლად გაცნობებთ, რატომ გაუქმდა გრანტი", - ნათქვამია წერილში, რომელიც წალენჯიხის მერიამ მიიღო.

“ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და რაც აქ ხდება, ყველაფერი ჩვენ მიერ დეკლარირებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ. მე თქვენ გეუბნებით, წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა იმის გამო, რომ “რუსული კანონი” ჯერჯერობით, მოქმედებს საქართველოში”, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა