დღეიდან მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით  ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ

დღეიდან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

„აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.

მედიანური ტარიფები შემდეგია: მოდინებაზე არსებული ჰესები – 6,5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ; მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ; ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ.

აღნიშნული ინიციატივა წაახალისებს დარგში ინვესტიციებს და კიდევ უფრო გაზრდის სექტორით დაინტერესებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო