კახა ოქრიაშვილი - მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

რამდენიმე კითხვა „რუსულ ოცნებას“: ვინ არის ამის წინააღმდეგი? რატომ დასჭირდათ 12 წელი იმის აღმოსაჩენად, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს? რატომ გაახსენდათ ეს ამ არჩევნების წინ? ახსოვთ თუ არა „რუს ქოცებს“, რომ ვითომ ერთმორწმუნე რუსებმა დაგვიხოცეს პატრიარქები და გაგვიუქმეს ავტოკეფალია?

ხვალ, 3 სექტემბერს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და რატომ უნდა გადავდოთ ეს კარგი საქმე - მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი ამ პოსტულატს და არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში.

„ქოცებო“, ეს ტრიუკები აღარ გაგივათ. ვადა გაუვიდა თქვენს პოლიტიკურ აფერისტობას - ჩათვალეთ, უკვე ოპოზიციაში ხართ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება