მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს, რომელმაც თავის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლა დაემთავრებინა.

სააკაშვილის თქმით, მთელს მსოფლიოს აინტერესებს მისი აზრი, თუმცა „მოსამართლეს და მის პატრონებს - არა“.

„მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ - თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. „ეკონომისტს“ და მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ ბ,ატონო მოსამართლე და თქვენს პატრონებს არ აინტერესებთ. ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ. ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვეთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით! ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ვიცხოვრებთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში და დიქტატურის გარეშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო