მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს.

„ხიდზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის 00:00 საათიდან, აღნიშნული ხიდიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის კვეთამდე, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ორმხრივად იქნება შესაძლებელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა სიმაღლე 2,8 მეტრს აღემატება, ხიდზე გავლა შეეზღუდებათ. მათ მოძრაობა შეეძლებათ მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი ახალი გზის გამოყენებით, ვასო გოძიაშვილის ქუჩის გავლით მარცხენა მოხვევით, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით.

უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვების პერიოდში, ავტობუსის N327, N367, N389 მარშრუტები ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრაობისას, მარშალ გელოვანის გამზირიდან მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ გოძიაშვილის ქუჩაზე.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო