სოფელ ზემო ნიქოზში, ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ინფორმაციით, ამ დღეს ნიქოზში იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP წარმომადგენლები.

„იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ხურციძემ გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის და რეგიონული დირექტორის მოადგილეს, ნიკ ჰარტმანს დეტალურად გააცნო მობილური საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის პრინციპი და შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომელიც ცენტრის ამუშავების ეფექტურობას განსაზღვრავს. შეხვედრებში ასევე, მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები და მისი მოადგილე ნილს ქრისტენსენი.

გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი, ნინო მასურაშვილი ინდივიდუალურად შეხვდა ყველა დაინტერესებულ პირს და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის “მობილური საკონსულტაციო ცენტრი” მოეწყო და აღიჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. ცენტრის საშუალებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალური ცენტრებიდან შორს მცხოვრები მოსახლეობისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს