გიორგი კაპანაძე - თანადგომას ვუცხადებთ „ჯორჯიან მანგანეზის" და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“თანამშრომელთა ნაწილს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. მისი თქმით, ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის" და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა, სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა.

მათ გადაუთხარეს მიწები, დაუნგრიეს სახლები, გაუნადგურეს ქონება და ახლა, პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, რადგან დღეს, ეკონომიკა ეკუთვნის ანტიქართულ „ოცნებას“ და არა - ხალხს.

ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები. სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, უნდა ჰქონდეთ ღირსეული კომპენსაცია.

ეკონომიკა უნდა იყოს ხალხისთვის. ამიტომ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, გაიმარჯვებს არა სიღარიბის პარტია, არამედ, ჭიათურელი მაღაროელი, არა ანტიქართული „ოცნება“, არამედ, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა, გაღარიბდა, ემიგრაციაში წავიდა, არა კლანი, არამედ, საქართველო”, - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა