საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ჩინეთის პირველი ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. პეკინში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ჩინეთის პირველი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ჩინეთის მხრიდან - ჩინეთის

სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ ჰიუჩუნი.

შეხვედრას ჩინეთის ტრანსპორტის ინოვაციების გლობალური კვლევითი ცენტრისა და საავტომობილო ტრანსპორტის ასოციაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

“შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, გამოიკვეთა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ლოგისტიკური ცენტრების შექმნის შესაძლებლობები და ამ მიზნით შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.

კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო