ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან

ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისში მიმდინარე მაკკეინის ორდღიან კონფერენციას ეხმაურება.

მისივე თქმით, კონფერენციაზე ევროპარლამენტარებთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ჰქონდათ საუბარი.

„დღეს, თბილისში მაკკეინის ორდღიანი კონფერენცია დაიწყო, სადაც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მეგობრები არიან წარმოდგენილი. ევროპარლამენტარებთან, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ვისაუბრეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეერთებული შტატები ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან.

არჩევნების დღეს კი ყველას გვმართებს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების მომავლის მიმართ. 26 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და ხმა მივცეთ საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალს“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება