გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს, 10:00-დან 10:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე, მცხეთისა და დუშეთის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 10:00-დან 10:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, არაშენდა, ზაქარო, გალავანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 11;05 საათამდე და 14:55-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, ქანდა, ერედა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, მწითურის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კობიაანთკარი, მთვარელიანი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა