გზავნილი ახალი სისწრაფით - „საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შეთავაზებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კერძოდ, ამჯერად, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის საშუალებით მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, უკვე გაგზავნაც ციფრულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ.

ახალი ფუნქციონალის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ გზავნილი სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის დახმარებით განახორციელონ, მათ შორისაა Wester Union, Ria, Money Gram, Intel Express, Rico Gram და სხვა.

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებისა და საბანკო პროდუქტების გაუმჯობესების გზით ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ახალი ფუნქციონალი ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, გზავნილები გაგზავნონ უკვე მობილბანკის დახმარებით. ეს სიახლე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და თანამედროვე მომხმარებლების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მუდმივად ვავითარებთ ციფრულ პროდუქტებს 1 500 000 მომხმარებლისთვის”, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

გააგზავნეთ გზავნილი კიდევ უფრო სწრაფად „საქართველოს ბანკის“ მობილბანკიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება