არჩილ გორდულაძე - არსებობდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები მსჯავრდებულებთან, მათი ოჯახის წევრებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს უზრუნველყოფდნენ, რომ ამნისტიის პროექტი გაფართოვდებოდა

არსებობდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები როგორც მსჯავრდებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას და ცდილობდნენ, ეს ადამიანები შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს ისინი უზრუნველყოფდნენ, რომ ამნისტიის პროექტი გაფართოვდებოდა და მუხლებსა და მუხლების ნაწილებზე დამატებით გავრცელდებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისი და შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ “ადამიანების ბედით ვაჭრობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”.

„არასდროს არ გვითქვამს, რომ “გირჩის” წარმომადგენლები ვაჭრობენ, მაგრამ არსებობდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები როგორც მსჯავრდებულებთან, ასევე, მათი ოჯახის წევრებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას და ცდილობდნენ, ეს ადამიანები შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს ისინი უზრუნველყოფდნენ, რომ ამნისტიის პროექტი გაფართოვდებოდა და მუხლებსა და მუხლების ნაწილებზე დამატებით გავრცელდებოდა. რა თქმა უნდა, კომპრომისი და შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს შეთანხმება და კომპრომისები, მითუმეტეს ასეთი ზნედაცემული საქციელი არ იქნება მიმართული, როდესაც ადამიანის ბედს ეხება საქმე”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის გულისხმობს, როდესაც მსჯავრდებულებთან და მათ ოჯახის წევრებთან მომლაპარაკებელზე საუბრობს, გორდულაძემ უპასუხა, რომ კონკრეტულ პიროვნებებს არ დაასახელებს, თუმცა საზოგადოებაში, მათ შორის მსჯავრდებულების ოჯახებში ასეთი აზრი მუსირებდა.

“მე თავს შევიკავებ კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან, მაგრამ საზოგადოებაში, მათ შორის მსჯავრდებულების ოჯახებში მუსირებდა ასეთი აზრი. ისინი [მსჯავრდებულების ოჯახის წევრები] აკეთებდნენ საჯაროდაც განცხადებებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ცალსახად უნდა მოვუწოდოთ, რომ ვერანაირი ზეწოლით, შეთანხმებებითა და ვაჭრობით ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ამნისტიის კანონპროექტში რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქმე ადამიანების ბედსა და საზოგადოების უსაფრთხოებას ეხება. ადამიანების ბედით ვაჭრობა “ქართული ოცნების” გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა გორდულაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო