მარკეტა გრეგოროვა - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე

კი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გათავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო მგონია, ვიდრე აქამდე,- ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტის კითხვას, ჯერ კიდევ ითხოვენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც " ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას გეგმავს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის სივრცე არ არის.

"თუ "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ აკრძალავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილის წარსულის გათვალისწინებით "ნაციონალურ მოძრაობაში", არ მგონია, რომ ახლა სივრცე იყოს ამისთვის. ვნახავთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სად მიგვიყვანს პროცესები", - განაცხადა გრეგოროვამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს