ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი ავრცელებს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“, - წერს დიკ სხოფი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია ნიდერლანდების შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„უკრაინაში ჩემმა პირველმა ვიზიტმა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემი რწმენა დაადასტურა, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა დიკ სხოფმა.

ცნობისთვის, დღეს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება