ბსუ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIV საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკოსთა კავშირის XIV საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ექვსდღიან კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 350-მდე მეცნიერი მონაწილეობს.

„წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში Journal of Mathematical Sciences (Springer).

კონფერენციის ფარგლებში პეტრას უნივერსიტეტსა (საბერძნეთი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები სემინარები და ტრენინგები.

კონფერენციაზე შერეული ფორმატით იმუშავებს 10 პარალელური სექცია:

  • ალგებრა და რიცხვთა თეორია;
  • დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები და მათი გამოყენებები;
  • გეომეტრია და ტოპოლოგია;
  • ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი;
  • მათემატიკური განათლება და მათემატიკის ისტორია;
  • მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა;
  • მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
  • თეორიული ფიზიკა;
  • ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
  • ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.

სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება და იგი იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს