ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა

რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ერთ-ერთმა ქვეყანამ, დაუშვა (დარტყმები) და ასეთი გზავნილები უკვე არსებობს დიპლომატიური არხებით, ისევე როგორც მედიაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გადმოგვცა თუ არა ამ ქვეყანამ შესაბამისი იარაღი. ანუ, მხოლოდ ნებართვა არ არის საჭირო, საჭიროა ამის (იარაღის) მიღებაც“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „შეთანხმებები, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივიღებთ“ არსებობს.

„აქ ორი საკითხია, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ (ნებართვისა და იარაღის მიღება), მაგრამ ამას დღეს ჩვენ უფრო პოზიტიურად ვაფასებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს