მამუკა მდინარაძე - ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით

ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული ფესტივალი, სინამდვილეში, უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიული ღონისძიება იყო.

„ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით და როდესაც ამის მხილება მოვახერხეთ ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის, ჟურნალისტების ნაწილს არ დაგიკარგავთ ამ ღვაწლს ქვეყნის წინაშე, რომ მოახერხეთ თქვენც, გემხილებინათ ე.წ. ფესტივალი და სინამდვილეში პარტიული ღონისძიებების უცხოეთიდან დაფინანსება, იძულებულები გახდნენ, მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი დაფინანსებით მათი პარტიული აქტივობები“ , - აღნიშნა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს