ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს

ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია სხვაგვარად ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ მიერ საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას სათანადო გამყარება და კონსტიტუციური გარანტიის მიცემა სჭირდება.

„ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ხალხი. ბუნებრივია, ამ ქვეყნის უმეტესობა და არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, განუზომლად დიდი და ფუნდამენტური როლი აქვს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას, რწმენას, აღმსარებლობას. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც მართლმადიდებლობას, ჩვენი დედა ეკლესიის როლს ეხება, აქ ბუნებრივია სხვაგვარად ორი აზრი არ უნდა არსებობდეს... მაგრამ აქაც, ცალკეულ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებში იპოვეს რაიმე სახის პოლიტიკური საკეკლუცო და აქაც კი ცდილობენ, რომ სხვაგვარი აზრი, დისონანსი შემოიტანონ. საქმე გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებულ როლზე და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი.

ნებისმიერ შემთხვევაში საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, უნდა ყოფილიყო ცალსახად მისაღები ყველასთვის, ვინც ამ ქვეყნის შვილად თვლის თავს, მაგრამ აქაც, როდესაც ცდილობენ პოლიტიკური პინგპონგი შემოგვთავაზონ, ჩვენ ამ ხელმოცარულ და დეგრადირებულ პოლიტიკურ ძალებთან საერთო არაფერი გვაქვს. ჩვენი სამიზნე არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი, ჩვენი ხალხის ინტერესი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ძლიერი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე და მოსახლეობასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ როლზე, რომელზეც ვსაუბრობთ და ეს არის მართლაც განუზომლად დიდი, სათანადოდ იყოს აღბეჭდილი ყველაზე მთავარ კანონთან. ასეთ რეალობაში, როდესაც საქმე გვაქვს იმ ღირებულებებთან ბრძოლაში, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა და მოვედით აქამდე, ამას სათანადო გამყარება და კონსტიტუციური გარანტიის მიცემა სჭირდება. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ქართველ ხალხთან ერთად. ეს მოსწონს ვინმეს თუ არა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან, ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს რომ ეკლესიის როლი, რომელიც შემდეგ აუცილებლად თავისთავად განაპირობებს ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას, უზრუნველვყოთ და ეს იქნება გარდაუვალი“, -განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო