ანა წითლიძე - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დარჩელის შტაბში შეურაცხყოფით შემოგვივარდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიძის ინფორმაციით, პარტიის დარჩელის შტაბში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეურაცხყოფას მიმართავდნენ.

“ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთ-ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, „ოცნების“ აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, დათო კოდუას მამა, რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა: "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო"“, - წერს წითლიძე “ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება