Reuters  - თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ - დაკავებულია 15 პირი

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორის ოფისსა და თურქეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

იზმირის გუბერნატორის განცხადებით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს „თავს ფიზიკურად დაესხნენ“. ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, პოლიცია ჩაერია.

პოლიციამ 15-ვე თავდამსხმელი დააკავა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მომხდარი თურქეთში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ახლა უსაფრთხოდ არიან.

„თურქეთის ახალგაზრდულმა ასოციაციამ“ შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც ხელებზე ჩვენი ჯარისკაცებისა და ათასობით პალესტინელის სისხლი აქვთ, ჩვენს ქვეყანას ვერ დააბინძურებენ. ყოველ ჯერზე, როცა ამ მიწაზე ფეხს დაადგამთ, ისე დაგხვდებით, როგორც თქვენ იმსახურებთ“, - წერს ორგანიზაცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება