ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახებს - პატიებას გთხოვთ - „ჰამასს” ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო კრიტიკას, რომ ის არის პასუხისმგებელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაბლოკვაზე და აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევის გაჭიანურებასა და მძევლების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ "ჰამასს" ეკისრება.

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი გამოყვანა. ძალიან ახლოს ვიყავით. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ჰამასს“ არ სურთ შეთანხმება. მე ვეძებ ყველა საშუალებას მათ სახლში დასაბრუნებლად,” - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა დაღუპული მძევლების ოჯახებს მოუბოდიშა.

„ოჯახებს ვუთხარი და გავიმეორებ : პატიებას გთხოვთ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ ცოცხლების დაბრუნება. ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ“, - განაცხადა ჰეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ჰამასს“ ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ომის მიზნებია „ჰამასის“ განადგურება, ყველა მძევლის დაბრუნება, იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის და ჩრდილოეთ საზღვართან მცხოვრებლების თავიანთ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ომის ამ მიზნებიდან სამი ერთ ადგილას -ფილადელფის დერეფანზე - გადის. „ეს არის ჰამასის მილსადენი ჟანგბადისა და გადაიარაღებისთვის“, - დასძინა პრემიერმა.

”ბოროტების ღერძს სჭირდება ფილადელფის ღერძი,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელის მიერ ფილადელფის კონტროლი მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს