ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს მოუწოდებენ არ დაუშვან ბრძოლის ველის გაფართოება და ესკალაცია

ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა თვლიან, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პოლიტიკურად, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსას შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.

„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ინკლუზიური დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკებები არის ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური გზა კრიზისის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ დაიცვან სამი პრინციპი: „არ დაუშვან ბრძოლის ველის გაფართოება, არ დაუშვან საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და არ დაუშვან ცეცხლზე ნავთის დასხმა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება