სალომე სამადაშვილი მაკკეინის და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტების ორგანიზებულ კონფერენციაზე - აქ რომ იყოს ჩამოსული სურკოვი, პუტინის სხვა პროპაგანდისტები და თანაშემწეები, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნებოდა

საქართველოს ხელისუფლებას აღარ დარჩა არც ერთი მოკავშირე დასავლეთში, ამიტომ ცხადია, კონფერენცია, სადაც იკრიბება ის ხალხი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, მათთვის არ არის მისაღები თავშეყრა - აქ რომ იყოს ჩამოსული სურკოვი, ვლადიმერ პუტინის სხვა პროპაგანდისტები და თანაშემწეები, ლოგიკურია, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნებოდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ემსახურება.

„საქართველოს ხელისუფლებას აღარ დარჩა არც ერთი მოკავშირე დასავლეთში, ამიტომ ცხადია, რომ კონფერენცია, სადაც იკრიბება ის ხალხი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათთვის არ არის მისაღები თავშეყრა. აქ რომ იყოს ჩამოსული სურკოვი, ვლადიმერ პუტინის სხვა პროპაგანდისტები და თანაშემწეები, ლოგიკურია, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, აქ იქნებოდა წარმოდგენილი, იმიტომ რომ მათი მოკავშირეების კონფერენცია იქნებოდა. აქ ქართველი ხალხის მოკავშირეების კონფერენციაა," - განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია