გიორგი ბარამიძე - არავინ დაელოდება, სანამ ბორია ივანიშვილი საქართველოს ბელარუსად გადააქცევს - როცა ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ამას არც ქართველი ხალხი გაუტარებს და არც საქართველოს მეგობრები

არავინ დაელოდება, სანამ ბორია ივანიშვილი საქართველოს ბელარუსად გადააქცევს, ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას ქართული დემოკრატიის ნგრევას არც ქართველი ხალხი „გაუტარებს" და არც საქართველოს მეგობრები.

„ამ მოღალატეთა რეჟიმს, რა თქმა უნდა, ეშინია სიმართლის, იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხი მოატყუონ, რომ თითქოს, ესენი გააგრძელებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ევროკავშირის ლანძღვას, თათხვას და მერე თურმე, მაინც არჩევნები რომ გადაივლის, ჩვეულებრივად დაალაგებენ ურთიერთობას, რაც მტკნარი ტყუილია. მათ უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი გაუტარებს და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება. არავინ არ შეეგუება და არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს, ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, იქნება ეს ფინანსური სანქციები, იქნება ეს პოლიტიკური ზეწოლა, იქნება ეს სხვა მშვიდობიანი მეთოდები”, - განაცხადა ბარამიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო