გიორგი ვაშაძე - მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?

მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ? - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართა საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, თუ რატომ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობა.

„თუ ის არის სიცრუე, რომ თქვენი მაფიოზური „კლანების“ მიერ გაზრდილი ფასების გამო ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ? თუ ის არის სიცრუე, რომ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ თქვენი მმართველობის დროს უკიდურესი გაჭირვების დროს ქვეყანა დატოვა? თუ ის, რომ ადამიანი სამუშაო ადგილს ვერ პოულობს ამ ქვეყანაში? თუ ის არის სიცრუე, რომ 20 ათასით შემცირდა შობადობა ქვეყანაში? გაეცით ამ კითხვებს პასუხი. ბანერზე რომ აღშფოთდით იმიტომ, რომ სიმართლე გითხარით, გაეცით ამ კითხვებს პასუხი, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ახლა რელიგია რომ გინდათ გამოიყენოთ საარჩევნო თვალსაზრისით. მაღალმა სასულიერო იერარქებმა ამაში რომ გამხილეს, მათ რომ თავს ესხმით, ამას გაეცით პასუხი.

საქართველოს რეალურად 2 არჩევანი აქვს. ერთი არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე არის სიღატაკე იზოლაციაში. თქვენი გზა არის სიღატაკე იზოლაციაში. პასუხი გაეცით კითხვებს, რომელსაც საზოგადოება გისვამთ. გადით ხალხში და ნახეთ, როგორი გაჭირვება და მძიმე მდგომარეობაა“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას უნდა თავისი არასწორი პოლიტიკით ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.

„არ გამოგივათ ასე. ველოდები შენგან პასუხს, რატომ არის ამდენი პრობლემა ქვეყანაში. შეეშვით ამ სისულელეებს, სიმართლის რომ გეშინია, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ბევრგან ვნახავთ ბანერს, სადაც ძალიან კონკრეტულად ვეტყვით საზოგადოებას, რომ არჩევანი არის კეთილდღეობა ევროკავშირში თუ სიღატაკე იზოლაციაში“,-განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება